მეორე დღეს ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე, რადგან ვიცოდი ნიკა ჩვენ დაშორებას არ დაუშვებდა. ამჯერად ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია, ვიფიქრე ალბათ ყველა იქით ოთახშია თქო. მეც ავდექი, სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე. კარადიდან ღია ფერის მოკლე შორტი, ცისფერი ბრეტელებიანი მაიკა გამოვიღე, ფეხზე კი ლურჯი ვანსები ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.
↧