ერთხელ ახალ კლიპს ვწერდით. კლიპი მთავრდებოდა სიტყვებით I need your love რასაც მეთი მღეროდა. როცა ეს სიტყვები იმღერა გამომხედა თავისი თაფლისფერი, კეთილი თვალებით და მაკოცა. მეც ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე. ბიჭები პირდაღებულები გვიყურებდნენ. ძალიან შემრცხვა და გამოვიქეცი. როგორც კი სახლში მივედი, მაშინვე ლიკუნას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.
↧