ფანჯრის მინაზე წვიმის წკარუნმა გამომაღვიძა,საათს რომ შევხედე 5 სრულდებოდა,ავდექი ფანჯარა გამოვაღე და სუფთა,წვიმით გაჟღენთილი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე,გამეღიმა და სახე ღრუბლებიდან მოვარდნილ ქარს მივუშვირე,თვალები დავხუჭე,მაგრად დავხუჭე და ისევ დავხარბდი წვიმიან ჰაერს.თენდებოდა,ყოველთვის მიყვარდა ალიონის ყურება,მეღიმებოდა,ახალ დღეს ვეგებებოდი,თითქმის სულ ასე იწყებოდა ჩემი დილა,ალბათ ეს რომ ჩემს მეგობრებს სცოდნოდათ გიჟად შემრაცხვადნენ,არ მიიჩნევდნენ ნორმალურად დილის ხუთ საათზე ალიონის მომლოდინე გოგონას,მაგრამ მე ეს სულაც არ მაღელვებდა.აივანზე ვიჯექი და ჩიტების ყველა მოქმედებას
↧