სოფი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მძღოლს გონებაში მისთვის ცნობილ ყველა ენაზე სასტიკად ლანძღავდა. ძალიან აგვიანდებოდა, ავტობუსი კი არ ჩანდა. დღეს მისი მორიგეობის ბოლო დღე იყო და შემდეგ ორი კვირა ისვენებდა, ამიტომ გაცდენა მისი მხრიდან უნამუსობა იქნებოდა. იმ დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, შესვენებაზე უნდა მოესწრო და გიოსთვის საჩუქარი შეერჩია_ მისი დაბადების დღე იყო. შემდეგ საკონდიტროშიც უნდა გაევლო, რადგან ლიზას პრეზენტაცია ჰქონდა და ვერაფერს ასწრებდა. ბოლოს კი პირდაპირ ლიზას სახლში უნდა ასულიყო და მასთან ერთად გიოსა და მისი
↧