სოფი აბაზანაში ნებივრობდა. მშვიდი მუსიკა, სურნელოვანი სანთლები, აბაზანაში ცხელი წყალი და იქვე ბოკალი წითელი ღვინით. აი, რა იყო ის, რაც მას რელაქსაციის საშუალებას აძლევდა. თმა ისე აეკეცა, რომ არ დასველებოდა, ხელში კი დედამისის დღიური ეჭირა და ალბათ მეასედ კითხულობდა. ახლა ყველაზე უკეთ ესმოდა მისი, რადგან თვითონაც შეყვარებული იყო. ესმოდა და აღარ კიცხავდა მას იმისთვის, რომ ”იმ კაცთან” ურთიერთობა ისე დაიწყო, რომ მასზე საერთოდ არაფერი არ იცოდა.
↧