სახსოვრად შენგან მოგონებები შემომრჩა მხოლოდ
და ჩვენს სიყვარულს ახლა უკვე ვკინძავ სტროფებად,
რადგან ძველი დრო მონათლულა როგორც საფლავი,
უერთმანეთოდ ვართ და დავრჩებით ავადმყოფებად.
ცარიელ ქუჩებს აღარ ახსოვთ შენი სურნელი
და მოსულ წვიმას კვლავ ვაბრალებ ღმერთების ტირილს,
უხილავ სევდას ვერ მოვწყვიტე ჩემი თვალები,
ქარი კი ისევ ზურგს ულეწავს, წაქცეულ ტირიფს.