კი, მაგრამ, როგორ? რანაირად? აქ საიდან გაჩნდა? ასე უცბად, ასე ზუსტად, ჩემთამ ასე ახლოს. ის ხომ საათნახევრის წინ წერეთელზე, გამოფენასთან იდგა? ნუთუ უკან გამომყვა? კი, მაგრამ, რატომ? ალბათ შეამჩნია ჩემი გაოცებული და განრისხებული სახე, შებრუნდა, წითელი შარფი თეძოზე შემოიჭირა და გამვლელებს გამოელაპარაკა.
↧