არაფერი არ შეცვლილა მომდევნო ერთი კვირა. ნაიარევიანი აღარ შემოსულა. არც მათი ხმა გვესმოდა ხშირად. ალბათ ამ პატარა ხის ქოხს სხვა ოთახიც ჰქონდა, სადაც ისინი იქნებოდნენ. დარაჯად ტყუპები სცვლიდნენ ერთმანეთს და მათ ძირითადად ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო ვაწუხებდით. ამ ერთი კვირის მანძილზე სულ ორჯერ გვინახულეს. მთელი შვიდი დღე წყალსა და ხილზე ვიყავით. შიმშილზე მეტად უმოქმედობა მაწუხებდა. როდემდე ვიქნებოდით ასე არაფრის მოლოდინში
↧