ნეტავ, გვქონდეს იმის არჩევის უფლება თუ რა დარჩება და რა გაქრება სამუდამოდ.ნეტავ, არ იცვლებოდეს ურთიერთობები, რომელიც სულს არის მიბმული და საკუთარი თავის განადგურებასთან ერთად ამ სულის პატარა ნაწილსაც ანადგურებს.არ მიდიოდნენ, ადამიანები. არ ვუშვებდნეთ ადამიანებს, არ გვტოვებდნენ და არ ვტოვებდეთ. არ უჩინარდებოდნენ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. წამებს არ მიყვებოდნენ უკან, დროს კი არ მიჰყავდეს ისინი წარსულის ღრმა მოგოგნებებში უსასრულოდ და უ-მომავლოდ , ჩასაკარგად.ნეტავ ხელებს სითბო არ აკლდებოდეთ, თვალებს სინათლე და გულს გრძნობა.
↧