დღეს კი „გათხოვილი ქალი“ და ერეკლე ბურდულის „ცოლი“ დამერქვა. ახლა ოთახში კუკლასავით გამოწყობილი ვზივარ დიდ თეთრ კაბაში და ვფიქრობ მე ალექსანდრა დადიანი 17 წლის წინ რატომ არ დავიბადე ბიჭად. ჩემს უკვე ქმარს არც კი ვიცნობ, მისი გაცნობის სურვილიც არ მაქვს. ხელის მოწერის ცერემონიალზე რობოტივით ვიყავი, ახლა რომ ვიხსენებ ისიც არ მახსოვს როგორი იყო ჩემი „ქმარი“.
↧