ისტორია მოგვითხრობს ქართველი გოგონას და ინგლისელი ვაჟის ლამაზ სასიყვარული ამბავს.
ნათელი წერტილი
თავი პირველი
დილით თავის ტკივილისგან გამეღვიძა, მზის სინათლემ თვალი მომჭრა, კარგი იქნებოდა ვინმე შემოვიდოდეს და ფარდებს ჩამოუშვებდეს. ტელეფონის აღება და დარეკვა დამეზარა, გადასაფარებელი თავზე დავიფარე და ფიქრი დავიწყე. ისე მტკიოდა თავი, რომ ფიქრიც მეზარებოდა.
- აუფ,…რა ვქნა?! ესეც ჩემი “ნაბახუსევი”, კარგია ქეიფის დროს ალკოჰოლის მიღება, განწყობას გიმაღლებს, ტონუსს გმატებს, ოღონდ ნაბახუსევი არ უნდა არსებობდეს. როგორ მშურს იმ ადამიანების, მთელი ღამე რომ ერთობიან და მეორე დღეს არაფერი ეტყობათ. ასპირინი?! არა! - ვიჯღანები მე - არ მიშველის, ისევ ბარში მირჩევნია ჩასვლა, სასაცილოა, კარგახანია რაც მე და ბარი “დავმეგობრდით”.