Quantcast
Channel: POEZIA.IN სასიყვარულო საიტი
Viewing all articles
Browse latest Browse all 3036

თვალები (13-14 თავი) დასასრული

$
0
0
მეცამეტე -მეთოთხმეტე თავი (დასასრული)
- უთავმოყვარეო ხარ! - მსაყვედურობდა დედა - ამდენი წლებია კაცმა მიგატოვა, შენ კი... ერთი თითი დაგიქნია და თავქუდმოგლეჯილი მირბიხარ მაშინვე. მხოლოდ ფულის მოცემაა კაცის მოვალეობა? - შფოთავდა ის, მაგრამ მე მაინც იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ მისი სიტყვები იავნანად მესმოდა.

მეორე დღეს სამსახურში ცოტა გვიან მივედი. უნდა ვაღიარო, რომ ლევანის უფროსად მოსვლის შემდეგ დილაობით ვაგვიანებდი. თითქოს ვცდილობდი გამომეწვია, თუმცა ის ხმას არ იღებდა. ისე დადიოდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. მეც რა მენაღვლებოდა?! დღესაც სწორედ ასე მოვიქეცი. ჰოლში შესვლისას სამდივნოში იაკო დავინახე.
- ბატონი ლევანი არ გახლავთ ქალბატონო! - მოთმინებით, მაგრამ ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით ეუბნება მდივანი.
- როდის მოვა? - ბრაზდება ქალი

Viewing all articles
Browse latest Browse all 3036

Trending Articles