თვრამეტი წლის იყო ანა, სამოდელო ბიზნესში რომ ჩაება და ნელ-ნელა გაიკვალა გზა მწვერვალისკენ. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა საზღვარგარეთ გადაიხვეწა, დაობლებული გოგონა კი ბებიამ გაზარდა, რომელიც ახლა სათნოების სახლში ჰყავს “გამომწყვდეული”. რა ექნა, თვითონ კიევში გაემგზავრა, აქ კი მოხუც ქალს მომვლელი და მიმკითხავი არავინ ჰყავდა. არა უშავს, კიდევ ცოტა ხანი და როცა საქმეს აიწყობს, კვლავ თავისთან წამოიყვანს და ფუფუნებაში აცხოვრებს…
↧