ლევანმა სტუმრებით სავსე დარბაზს თვალი შეავლო. სამივე გოგონას უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი, მეოთხე კი ჯერაც არ ჩანდა. უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები. რა ჯიუტი ჩანს! რატომ აგვიანებს, ნეტავ რას აკეთებს ამდენ ხანს? _ ამის გაფიქრება და კიბის თავზე შავთმიანი მოდელი გამოჩნდა. ისე ამაყად მოირხეოდა, ბიზნესმენმა ნდომის ნერწყვი ძლივს გადააგორა.
↧