დღის 12 საათიდან შუადღის სამ საათამდე გაუნძრევლად იჯდა ბავშვი სავარძელში. თათიას იმედი ჰქონდა, რომ რაიმეს მაინც დაადგენდა მის შესახებ ჯდომის, მოქცევის, ნასროლი რეპლიკების საშუალებით, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, საბა უბრალოდ იჯდა, სიტყვა არ დაუძრავს, პოზაც კი არ უცვლია, უტიფრად უყურებდა გოგოს, იშვიათად ახამხამებდა თვალებს, საოცრად ნელა სუნთქავდა, ის კი არა, თათიას ზოგჯერ ეჭვიც კი
↧