ოთახის კუთხეში ვიჯექი და ვაკვირდებოდი, თუ რა ხდებოდა ოთახში. თითქოს ყველა სადღაც გარბოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა და ყველა რაღაცას საქმიანობდა. ოთახში ზუზუნის ხმა ისმოდა, ყველა ერთად ლაპარაკობდა, ერთმანეთს რაღაცას უყვებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ უსმენდნენ. მე კუთხეში შეუმჩნევლად ვიჯექი, რომ არავის ფეხებში არ მოვდებოდი. ვუყურებდი ყოველივეს მშვიდად და მიკვირდა.
↧