ქეროლაინი საწოლში ზოზინებდა დილით, არ აღიარებდა მაგრამ,ძალიან მოსწონდა ის, კლაუსის უნიკალური სურნელი, რომელიც მთელს საწოლს მოსდებოდა. თვალები დახუჭა და გაიღიმა, ძალიან უყვარდა მისი სუნი, ზედმეტადაც კი და ეს ძალიან აშინებდა.უამრავი რამ იყო რის გამოც ქეროლაინს გული მიუწევდა მისკენ, თუმცა ის ყოველთვის პოულობდა მიზეზს, რატომ არ იქნებოდა ეს კარგი იდეა, მოქცეულიყო მისი მიმზიდველობის ქვეშ.
↧