ჰეი, სიყვარულო, ღერძო დედამიწის,
ჰეი, სხვანაირო ფერის გაზაფხულო,
მადლი შენეული, მხოლოდ გულმა იცის,
დილის გათენებავ, ჯერ არ–დანახულო.
სისხლად მოვარდნილო, გულზე გადასულო,
ტვინზე გადმოღვრილო ჟინო, მწველი ვნების,
ყველა უიმედო წამის დასასრულო,
სატრფოს აღტაცებულ მზერის მორჩილების.
ჰეი, სხვანაირო ფერის გაზაფხულო,
მადლი შენეული, მხოლოდ გულმა იცის,
დილის გათენებავ, ჯერ არ–დანახულო.
სისხლად მოვარდნილო, გულზე გადასულო,
ტვინზე გადმოღვრილო ჟინო, მწველი ვნების,
ყველა უიმედო წამის დასასრულო,
სატრფოს აღტაცებულ მზერის მორჩილების.