სიმაღლე მაშინებს, ნუ ამწევ იქამდე,
ჩამკიდე ხელი და თვალებში შემოდი.
სიზმრებად კი არა, ცხადში მსურს გიყვარდე,
რამეთუ ახდენილ ნატვრებად გელოდი.
დავხურე ოცნების ფერადი წიგნები,
აღარ მსურს მტირალა ბავშვივით მჯეროდეს,
შემხედე, უფრთოდაც ღიმილით ვინთები,
მიუშვი სიყვარულს მიწაზე მღეროდეს.
ჩამკიდე ხელი და თვალებში შემოდი.
სიზმრებად კი არა, ცხადში მსურს გიყვარდე,
რამეთუ ახდენილ ნატვრებად გელოდი.
დავხურე ოცნების ფერადი წიგნები,
აღარ მსურს მტირალა ბავშვივით მჯეროდეს,
შემხედე, უფრთოდაც ღიმილით ვინთები,
მიუშვი სიყვარულს მიწაზე მღეროდეს.