კიბე ძალიან მოკლე მეჩვენა, მინდოდა ჩემი გამგზავრება მაქსიმალურად გაწელილიყო. არ ვიყავი მიჩვეული დამოუკიდებელ ცხოვრებას,სურვილიც არ მქონია მარტო ცხოვრების და ალბათ მეშინოდა კიდეც ამ ოთხი კვირის, ამ გამოცდის, და ზოგადად ჩემი თავის.
ყოყმანით შევედი სამზარეულოში და მესიამოვნა მამაჩემის იქ ყოფნა. როგორც ყოველთვის მშვიდი ხმით შემეგება და უკითხავად დამიდგა, ყავით სავსე ფინჯანი. მესიამოვნა,და იმედიც ჩამესახა,რომ ჩემმა წასვლის იდეამ არ გაამართლა.